Thursday, June 22, 2017

მეცხრე დღე

კიდევ ერთხელ გადავხედეთ საქაღალდეებს, მოვისმინთ კოლეგების პროექტების პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს რჩევები, რასაც შემდგომში გავითვალისწინებთ ჩვენს პროექტებში. საქაღალდე ავთვირთეთ ,,google''დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

,,ჩემი პროექტი''

,,საქართველოს კუთხეები"

Saturday, June 17, 2017

მეშვიდე დღე

   დღეს შევისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ქულების მინიჭების სქემები და მონიშვნების ფურცელი შინაარსის ასათვისებლად.შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ შეფასების ფორმები,ასევე ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ შევქმენით გვერდები და ამის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.

Sunday, June 11, 2017

მეექვსე დღე

დღეს ვიყავით მოსწავლის როლში, ვიმუშავეთ შეფასების  რუბრიკაზე წყვილებში, გადავედით გვერდების შექმნაზე. გამოვიყენეთ აქტივობა :,,დაწყვილდი-დაფიქრდი-გამოიყენე"

Saturday, June 10, 2017

მეხუთე დღე

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა და ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.

Saturday, May 27, 2017

მეოთხე დღე

დღეს ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, კონკრეტულად ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი და შეფასების ჩარჩოებზე, თუ რა უნდა იყოს გამოყენებული, პროექტის დასაწყისში, პროექტის პროცესში და პროექტის დასასრულს.

Friday, May 26, 2017

მესამე დღე

   ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, მოვარგეთ სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმას, ავარჩიეთ  21-ე საუკუნის უნარები, რომელზეც უნდა გავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები, გავწერეთ პროექტის მიზნები, ვისაუბრეთ საკვანძო კითხვებზე.
   მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის  ტრენინგით.